საკონფერენციო თემა
მოხსენება
ეკოლოგიური საფრთხეები და გლობალური დათბობის შედეგები
ეკოლოგიური წიგნიერება
ტრადიციული გაგებით,
სიტყვა "წიგნიერება" გულისხმობს კითხვის,
წერის, მოსმენისა
და ლაპარაკის
მიზნით ენის
გამოყენების უნარს.
დღეს ამ
ცნების შინაარსი
გაცილებით მეტს
მოიცავს; თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის
ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და
მოსაზრებების გამოთქმის,
გადაწყვეტილების მიღებისა
და პრობლემების მოგვარების უნარი
იმ ცოდნის
საფუძველზე, რომელსაც
ადამიანი მთელი
ცხოვრების განმავლობაში იძენს.
ზოგადი
განათლების ეროვნული
მიზნებისა და
საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო
გეგმა გამოყოფს
ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა
გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო
ადგილის დამკვიდრებისათვის. პრიოტიტეტული გამჭოლი
კომპეტენციები მოიცავს
იმ ძირითად
ცოდნასა და
უნარებს, რომელთა
გამომუშავებასა და
განვითარებას ხელს
უწყობს ეროვნული
სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული ყველა
საგნის სწავლება
სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად
.მათ შორის
ეკოლოგიური წიგნიერებაცაა
ეკოლოგიური წიგნიერება გულისხმობს გარემოსადმი ადამიანის
ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც იმას ნიშნავს,
რომ მოსწავლემ
უნდა გააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე
პროცესების მიმართ.ინგლისური ენა კი ყველა სფეროს ეხება დ ყველა წიგნიერებაზე
აძლევს ინფორმაციას და კომუნიკაციის საშუალებას
ჩემს მიერ
მომზადებულ პროექტ-გაკვეთილის მიზანია ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში
უცხო ენაზე, რაც ასევე გული სხმობს მიღებული ცოდნის ტრანსფერს ყოვლდღიურ ცხოვრებაში,რადგან ის საკითხი რაზეც გაკვეთილი ჩავატარე ძალიან აქტუალური თემაა და ამას ვხედავთ ყოველ დღე ,ყველგან ასევე ძალიან
ბევრი ინფორმაციაა ინგლისურენოვანი და აუცილებელია იმ ლექსიკის შესწავლა რაც დაკავშირებულია
გლობალური ეკოლოგიის პრობლემებთან . პროექტგაკვეთილი მასწავლებლის პორტფოლიოს
ერთ-ერთი კომპონენტია. პროექტგაკვეთილი როგორც მასწავლებლის,
ასევე
მოსწავლეების
წინაშე
სრულიად
ახალ
ამოცანებს
აყენებს,
რომლებიც
მას
არსებითად
განასხვავებს
ტრადიციული
გაკვეთილისგან. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება
ორივე
მხარის
- როგორც
მასწავლებლის,
ასევე
მოსწავლის
-მოტივაცია. პროექტის ინიციატივა მომდინარეობს პროექტის მონაწილეთაგან. მთელი პროექტის მიმდინარეობისას ამჟღავნებენ როგორც
ინდივიდუალურ,
ასევე
ჯგუფურ
ინტერესს,თანხმდებიან
პროექტგაკვეთილის
მიზანზე,
აქტივობებზე,
მუშაობის
პირობებზე,
სავარაუდო
შედეგებზე და სხვა.პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა
და
დამოუკიდებელი
სწავლის
უნარ-ჩვევები
გაკვეთილი,
კერძოდ,
ეკოლოგიური
პრობლემების გაცნობის და შესაძლო
გადაჭრის გზების მოძიების მიზნით იყო დაგეგმილი.ჩემი აზრით,დამსწრე კოლეგებს დააინტერესებდათ აქტივობების მრავალფეროვნება და თვით შერჩეული
თემატიკა,
რადგანაც ეს უკანასკნელი აქტუალობას არ კარგავს
მოსწავლეებისათვის გაკვეთილი სასარგებლო
იქნებოდა
იმ თვალსაზრისით, რომ ისინი
გაიღრმავებდნენ ცოდნას
მოცემულ
თემაზე
და
მოახდენდნენ გარკვეულ ცოდნის გადმოტანას სხვა საგნიდანაც.. შევეცადე
გაკვეთილი წარმემართა სამფაზიანი
მოდელის მიხედვით-
1. გამოწვევა- ბრეინსტორმინგი
2. ცოდნის კონსტრუირება - ჯგუფური
მუშაობა; 3. სიღრმისეული წვდომა-
პრეზენტაციები.ბრეინსტორმინგმა-სლაიდების
ჩვენებამ მომცა
საშუალება მოსწავლეებს გაეხსენათ
საჭირო ლექსიკური
მასალა, რომელსაც
ისინი ფლობდნენ.
მე მივეცი
მათ საშუალება
არა
მხოლოდ აუდირებით წარმოეთქვათ ლექსიკური ერთეულები, არამედ დაფაზე მიეკრათ ფერად სტიკერებზე დაწერილი სიტყვები.
ამ აქტივობამ მოსწავლეები შეამზადა
ჯგუფური მუშაობისათვის. ჯგუფური მუშაობისას ჯიგსოუს მეთოდის გამოყენებამ საშუალება
მომცა დიდი ტექსტი ნაკლებ დროში დაემუშავებინათ მოსწავლეებს გაეზიარებინათ მათი მიცემული
დავალება ჯგუფის სხვა წევრებიათვის და ასევე
შეესრულებინათ კითხვის შემდგომი დავალება True/False. კომუნიკაციური უნარების გასავითარებლად ვიყენებ ინტერაქციის
მეთოდს ჯგუფები ერთიმეორეს უსვამენ კითხვებს
ტექსტთან დაკავშირებით
მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეს მივაწოდოდ
არა
მარტო
სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია, არამედ გავამდიდროთ სასწავლო პროცესი ტექნოლოგიური რესურსითაც.ამიტომ
გამოვიყენე ვიდეო რესურსი ,როგორც თვალსაჩინოება,რამაცმეტი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში
,უფრო ნატლად ,რეალურად დაანახა გლობალური დათბობის შედეგები.ვიდეო ინგლისურენოვანი
იყო ეს კი მოითხოვდა მათი ყურადღების დაძაბვას და მოტივირებას.
ასეთი გაკვეთილი
მოსწავლეებს უვითარებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის
გრძნობის უნარს იმისას რომ თითოეული ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ გარემოს,საფრთხეების
,გაანალიზების უნარს ,პრობლემების აღმოჩენის და მათი გადაჭრის გზების მოძიების უნარს
,მოკლედ უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს .იმ ცოდნას რასაც მიიღებენ შემდგომში გამოიყენებენ
რეალურ ცხოვრებაში .არამარტო მშობლიურ ენაზე
არამედ მათ შეეძლებათ ინგლისურ ენაზე ამ თემაზე კომუნიკაცია.
გაკვეთილი დაგეგმილია
მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე გათვალისწინებული იყო წინარე
ცოდნა და უნარები ,ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე .ჯგუფური მუშაობისას როლების გადანაწილებისას მოხდა მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინება.მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების გათვალისწინებით.შედეგად მივიღე უფრო აქტიური მოსწავლე ,უფრო თავდაჯერებული და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული მოსწავლეებს მუშაობის პროცესში ,დისკუსიის დრო უჩნდებოდათ ახალი იდეები გარემოს
დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ,რაც თავის მხვრივ გულისხმობს მოსწავლეთა შემოქმედებითობას
-კრატიულობას.პრეზენტაციის გაკეთების დროს
მოსწავლეებს ქოდათ თავისუფლება
დაა შეეძლოთ გამოეხატათ თავიანთი ნააზრევი თავისუფლაად
მათ ამ გაკვეთილით შეიძინეს მეტი ცოდნა
და უნარები ეკოლოგიურ წიგნიერებაზე ,იმსჯელეს
და ეს კომუნიკაცია მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე
მაქ შეუძლიათ ინგლისურ ენაზე იმსჯელონ ეკოლოგიურ პრობლემებზე და დასახონ გზები .
მოსწავლეები
ინტერესით ერთვებიან იმ შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში რომლებითაც მათ შეუძლიათ შეამცირონ გლობალური საფრთხეეები
მაგ. არ დაანაგვიანონ გარემო ,შეამცირონ დენის და წლის მოხმარება და ა.შ.ეს უკვე მათი
ცნობიერების შეცვლაა და ამას გამოიყენებენ
რალურ ცხოვვრებაშიც .თემა იყო საკმაოდ აქტუალური
და მიზნებზეც გავედი რაც მქონდა დასახული.გარდა პრეზენტაციების და მოწოდებებისა
მათ სხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს ხეები .
გამოყენებული ლიტერატურა
ესგ 2011-2016.
შეფასება თემა ---მაქსიმალური 8- დან 5
პრეზენტაცია--- მაქსიმალური 2-დან 2
Комментариев нет:
Отправить комментарий