სამოდელო გაკვეთილი ---პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
ეკოლოგიური წიგნიერება
მასწავლებელი ინგა კახაძე
| |
საგანი: ინგლისური ენა
|
კლასი:9
|
თემა:ეკოლოგიის პრობლემები
გლობალური დათბობა,
პრობლემები და გადაწრის გზები.
|
დრო: 45 წუთი.
|
მოსწავლეთა პროფილი: კლასში არის 10 მოსწავლე ,სსსმ 0
| |
გაკვეთილის მიზანი:
. მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტში მოცემულ ინფორმაციას გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებს.
. ამოიცნობენ ტექსტში მოცემულ რამდენიმე ახალ ლექსიკურ ერთეულს
გამოკვეთენ ეკოლოგიურ პრობლემებს,იმსჯელებენ ,გამოიტანენ დასკვნებს
. აღმოაჩენენ პრობლემებს და დასახავენ გადაჩრის გზებს
.
. წერენ მცირე ზომი ესეს.
| |
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
მოსწავლე ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ კავშირს (მიზეზ-შედეგობრივი, შეპირისპირებითი, პირობითი, ინდუქციური და სხვა) და გამოაქვს სათანადო დასკვნა;
უცხ.ს.V.13. წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
მოსწავლე პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამომხატველ წინდადებებში იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს
| |
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეები იცნობენ და იყენებენ ახლანდელი განგრძობითი ფორმებს. ისინი ასევე ფლობენ გარემოს თემატიკის ლექსიკას, ასევე იცნობენ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ლექსიკას.ფლობენ ესეს წერის ტექნიკას.
| |
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. თვითშეფასების, პრეზენტაციის ჯგუფური მუშაობის რუბრიკები.
| |
სასწავლო მასალა და რესურსები:ტექსტის ფურცლები
წინადადებები ფურცლებზე ვიდეორგოლის პროექტორი, თვითსეფასების რუბრიკების ფურცლები მისამართი . https://www.youtube.com/watch?v=EZUunoZtfC0
| |
აქტივობა №1 გონებრივი იერიში, ინდივიდუალური მუშაობა- 5წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემას , მიზანს და შეფასების კრიტერიუმს.
აქტივობის აღწერა: განწყობის შესაქმნელად მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს დახუჭონ თვალები და იფიqრონ მხოლოდ კარგ რამეზე,შემდეგ ახელენ თვალებს შეხედონ ერთმანეთს ამით თქვენ გადაეცით ცოტაოდენი სითბო და გაახალისეთ ერთმანეთი. მასწავლებელი ამბობს, რომ გაკვეთილის მიზანია ეკოლოგიის პრობლემების გაცნობა და ახლანდელი განგრძობითი დროის ცოდნის გაღრმავება .ის ეუბნება მათ, რომ გაკვეთილზე ისინი შეფასდებიან ჯგუფური მუშაობით და წარმოდგენილი პრეზენტაციებით. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს შეადგინონ გონებრივი რუკა (MIND MAP ) სიტყვაზე გლობალური დათბობა .დაფაზე წერს ფრაზას- გლობარულ დათბობას გონებრივი იერიშის გამოყენებით (კითხვების დასმით)მოსწავლეები იხსენებნ ამ სიტყვასთან დაკავშირებულ სიტყვებს რაც ააქტიურებს წინარე ცოდნას.
აქტივობა №2 ჯგუფური მუშაობა ჯიგსოუს მეთოდი- 10 წ.
აქტივობის მიზანი. მოწავლეები განამტკიცებენ ახლანდელ განგრძობით დროის გამოყენებით წინადადებებს გარემოს დაცვის თემატიკაზე. ეცნობიან ტექსტს,ამოიცნობენ ნაცნობ ლექსიკას და ასევე ახალს ,მასწავლებელი იყენებს ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის მოძიების მიზნით მოსწავლეები ასრულებენ სტრატეგიას ჭეშმარიტია /მცდარია
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მიუთითებს სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტზე და თხოვს წაიკითხონ ორ ორი აბზაცი .შემდეგ ჯგუფები ცვლიან ადგილებს და უზიარებენ ერთმანეთს წაკითხულს. ამოიცნობენ ზმნებს ახლანდელ განგრძობით დროში .იგი სთხოვს მოსწავლეებს ააგონ წინადადებები. მოსწავლეები ააგებენ დანაწევრებულ წინადადებებს( სულ 6) .წყვილები წარადგენენ საკუთარ წინადადებს.შემდეგ ავსებენ სტრატეგიას ჭეშმარიტია /მცდარია.
აქტივობა 3. ვიდეო რგოლის ყურება თემაზე ”ეკოლოგიური კატასტროფები და გლობალური საფრთხეები” . https://www.youtube.com/watch?v=Vztjbm6HA58 ადარებენ ტექსტსში მოცემულ ინფორმაციას. -3 წ.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები განამტკიცებენ ცოდნას გლობალურ პრობლემებზე და მოემზადებიან ჯგუფური მუშაობისთვის .
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები უყურებენ ვიდეორგოლს , რომელშიც ასახულია გლობალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები .
აქტივობა 4. ჯგუფური მუშაობა. -10წ
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაერთიანდნენ 3 ძირითადი ეკოლოგიური თემატიკის პრობლემების მიხედვით გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები,გარემოს დაბინძურება, ჰაერის დაბინძურება, სასმელი წყლის პრობლემა.მოსწავლეები ფერის ან წინასწარ მიცემული ნომრების მიხედვით შერჩევით მიეკუთვნებიან გარკვეულ ჯგუფს. მაგ, წითელი სტიკერებიანი -გლობალური დათბობა, ლურჯი სტიკერები- წყლის პრობლემა, ა.შ. ჯგუფებს ეძლევათ დავალება მოიგონონ წინადადებები ახლანდელ განგრძობით დროის გამოყენებით.
აქტივობა 5. პრეზენტაცია ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციებს. მოსწავლეები თავიანთ ჯგუფებში -სულ 3 ირჩევენ პრეზენტატორებს პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტია 2 წუთი, რომლის განმავლობაში მათ უნდა მოასწრონ საკუთარი ჯგუფების ნააზრევის გაზიარება. პრეზენტატორები წარადგენენ თაბახის ფურცლებზე შესრულებულ დავალებებს გამოიტანენ და წარადგენენ . მასწავლებელი ახსენებს მოწავლეებს თუ ექნებათ რაიმე გაუგებარი გაამოიყენონ ფერადი სტიკერები ე.წ. შუქნიშანი.-10წთ
მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს მოამზადონ თემაზე ”მე ვარ დედამიწა და მე მიჭირს” და გაკვეთილზე შეძენილი ცოდნაზე დაყრდნობით გააკეთონ ახალი ჩანაწერი ცოდნის გაღრმავების მიზნით.მასწავლებელი აძლევს
What was the lesson about? What words do you remember? What activities do you like most of all and why? Which was difficult for you and why?
აფასებინებს მოსწავლეებს ერთმანეთს კითხვით ვის გამოარჩევდით ჯგუფში? ვინ გააკეთა კარგი პრეზენტაცია ? ვინ აქტიურობდა ჯგუფში ყველაზე მეტად?შემდეგ აფასებს განმავითარებელი და განმსაზრვრელი შეფასებით მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების რუბრიკას აძლევს საშინაო დავალებას.ესეს დაწერა-5წთ
| |
a.
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
თემასთან კავშირი ,საუბარი.
|
მასალა ძალიან მწირია ,ვერ საუბრობს ინგლისურად
|
მასალა წარმოდგენილია ბუნდოვნად , არ არის დაცული თანმიმდევრობა, ხშირად ჩერდება, იყენებს მარტივ ლექსიკას, აკლია დაჯერებულობა
|
მასალა წარმოდგენილია გასაგებად, აკლია ფაქტები,გამართულად და გასაგებად საუბრობს, დამახასიათებელჟესტიკულაციას.
|
მასალა წარმოდგენილია ლოგიკურად და გასაგებად, ფაქტები მოყვანილია,გამართულად და დამაჯერებლად საუბრობს, იყენებს მრავალფეროვან ლექსიკას.შესაბამისი კონტაქტი აქვს აუდიტორიასთან
|
თვალსაჩინოების გამოყენება
|
არ იყენებს.
|
იყენებს შეუსაბამოდ და არასაკმარისია
|
იყენებს შესაბამისად საკმაოდ მრავალფეროვანია
|
იყენებს თვალსაჩინოებას მართებულად და შესაბამის დროს და მრვალფეროვანია
|
უდიტორიასთან
კონტაქტი
|
არ არის კონტაქტი .
|
უჭირს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება.
|
ამყარებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
|
კარგად ფლობს კომუნიკაციის უნარს
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
არ იცავს დროის ლიმიტს
|
უჭირს დროის ლიმიტის დაცვა
|
შედარებით კარგად იცავს თუმცა ხარვეზებით
|
კარგად იცავს დროის ლიმიტს.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო ორგანიზებული არ იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
|
სამუშაო ნაწილობრივ ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრების შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად იყო განაწილებული.
|
თანამშრომლობა .სხვისი აზრის გაზიარება.
|
ჯგუფის წევრები არ მუშაობს, არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო ჯგუფის წევრებს შორის.
|
მხოლოდ ერთი ან ორი წევრი აქტიურობს, შეინიშნება ჯგუფებს წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა.
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
|
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
|
თვითეფასების სქემა ინგლისურ ენაში
გაუსვი ხაზი შესაბამის პასუხს
1.ერთი თვალის გადავლებით ვხვდები რაზეა ტექსტი.
ყოველთვის ზოგჯერ არასდროს
2.კონტექსტით ვხვდები უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.
ყოველთვის ზოგჯერ არასდროს
3.ადვილად ვპოულობ საჭირო ინფორმაციას ტექსტში
ყოველთვის ზოგჯერ არასდროს
4.შემიძლია არგუმენტირებული მსჯელობა.
ყოველთვის ზოგჯერ არასდროს
5. ვუსმენ და ვიზიარებ განსხვავებულ აზრს
ყოველთვის ზოგჯერ არასდროს
6.როცა სხვა საუბრობს ვუსმენ და პატივს ვცემ.
ყოველთვის ზოგჯერ არასდროს.
Read the text and explain ,if the sentences are true or false
1.Pasific islanders are using traditional methods to cultivate food---
2.An increase in sea temperature has helped the Pasific islanders---
3.Temperatures are going to continue to rise in the 21-st century---
4.Burning coal and oil creates extra carbon dioxide and makes the earth hotter---
5.Global warming willcreate calm,summery weather in the future---
6.scientist think that temperatures might rise all over the world----
Match the sentences
1. Sea levels are rising A.are disappearing
2.climate change is having B.much hotter.
3.The rain forests C.the sea water is warmer.
4.The weather is becoming D. effects sea level.
5.Global warming causes E. and transforming.
6.Fish are dying F.droughts and floods
გასასვლელი ბილეთი
1. რა დაგამამხსოვრდათ ყველაზე მეტად გაკვეთილიდან.
2. დაწერეთ რა კითხვები გაგიჩნდათ და რაზე გინდა გაიგოთ მეტი
3. დაწერეთ რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად.
რეფლექსია.
ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი, კერძოდ, ეკოლოგიური პრობლემების გაცნობის და შესაძლო გადაჭრის გზების მოძიების მიზნით იყო დაგეგმილი. სწავლების ამ საფეხურზე , მე-9 კლასში, მოსწავლეებს უკვე აქვთ შეძენილი გარკვეული ცოდნა ეკოლოგიურ ცნობიერებაზე. ამიტომ მივიჩნიე ამ შინაარსის გაკვეთილი დროულად და აქტუალურად.
ჩემი აზრით,დამსწრე კოლეგებს დააინტერესებდათ აქტივობების მრავალფეროვნება და თვით შერჩეული თემატიკა, რადგანაც ეს უკანასკნელი აქტუალობას არ კარგავს .საინტერესო იქნებოდა , თუ როგორ არის შესაძლებელი უცხოურ ენაზე ასახო პრობლემა და მისი გადაჭრის გზები.ამ მხრივ გაკვეთილი უცხოური ენის მასწავლებლისთვის უფრო სასარგებლო არის, თუმცა სხვა კოლეგებისათვის საინტერესო ოქნებოდა .გაკვეთილზე.მოსწავლეებისათვის გაკვეთილი სასარგებლო იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ მათ გაიღრმავებდნენ ცოდნას მოცემულ თემაზე და მოახდენდნენ გარკვეულ ცოდნის გადმოტანას სხვა საგნიდანაც
გაკვეთილის მიზანი იყო ეკოლოგიური პრობლემების გაცნობიერება ახალი ლექსიკური ერთეულების გამოცნობა ტექსტის დამუშავებისას,ახლანდელი განგრძობითი დროის ამოცნობა. ვთვლი, რომ დასახული მიზანი იქნა მიღწეული, რაც აისახა ჯგუფური მუშაობაში და წარდგენილ პრეზენტაციებში
ვთვლი, რომ უფრო მეტი სიხშირით გამოვიყენებ ჯგუფურ მუშაობას პრობლემის გადასაჭრელად და მოთელვის აქტივობასაც უფრო ხშირად გამოვიყენებ, რადგანაც ბრეინსტორმინგი შესანიშნავ საშუალებას აძლევს ენის მასწავლებელს გააღრმავებონოს მოსწავლეებს შესწავლილი ლექსიკური ერთეულები.გონებრივი იერიშისათვის შერჩეული აქტივობა სასარგებლო იყო რადგან თვალსაჩინოების ჩვენებით იოლად იხსენებენ წინარე ცოდნas გაკვეთილის მიზანი იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება . შევეცადე გაკვეთილი წარმემართა სამფაზიანი მოდელის მიხედვით- 1. გამოწვევა- ბრეინსტორმინგი 2. ცოდნის კონსტრუირება - ჯგუფური მუშაობა; 3. სიღრმისეული წვდომა- პრეზენტაციები.
გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა ჩატარდა, თუმცა დროში მოხდა ოდნავ გაწელვა და ნაცვლად 3 წუთისა დასჭირდა მეტი დრო.დროის უკმარისობის გამო შეფასებისას გადავამეტე დაგეგმილ დროს ბრეინსტორმინგმა-სლაიდების ჩვენებამ მომცა საშუალება მოსწავლეებს გაეხსენათ საჭირო ლექსიკური მასალა, რომელსაც მათ ფლობდნენ. მე მივეცი მათ საშუალება არა მხოლოდ აუდირებით წარმოეთქვათ ლექსიკური ერთეულები, არამედ დაფაზე მიეკრათ ფერად სტიკერებზე დაწერილი სიტყვები.. ამ აქტივობამ მოსწავლეები შეამზადა ჯგუფური მუშაობისათვის. ჯგუფური მუშაობისას ჯიგსოუს მეთოდის გამოყენებამ საშუალება მომცა დიდი ტექსტი ნაკლებ დროში დაემუშავებინათ მოსწავლეებს გაეზიარებინათ მათი მიცემული დავალება ჯგუფის სხვა წევრებიათვის და ასევე შეესრულებინათ კითხვის შემდგომი დავალება ჭეშმარიტია/მცდარია
ვიდეოს ჩვენებისას მიზნად ვისახავდი დამატებითი ინფორმაცია მიმეწოდებინა მოსწავლეებისათვის . ვიდეო საგამნათლებლო ხასიათის არის და შეიცავს მოცემულ თემაზე მოკლე შემაჯამებელ ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება ენის შემსწავლელს უკეთესად დაეუფლოს სპეციფიკურ ლექსიკას. ამ რესურსის გამოყენებამ , რა თქმა უნდა, გაამრაველფეროვნა, გაკვეთილი. მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეს მივაწოდოდ არა მარტო სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია, არამედ გავამდიდროთ სასწავლო პროცესი ტექნოლოგიური რესურსითაც. თუმცა აქ დავინახე ერთი საფრთხე- ვიდეოს ჩვენებამ წაიღო თითქმის 3 წუთი, რომელიც მე შემეძლო დამემატებინა ჯგუფური მუშაობისათვის. მაგრამეს მოწოდებული ინფორმაცია იყო ახალი ჩემი მოსწავლეებისათვის და ჩავთვალე მიზანშეწონილად მეჩვენებინა ვიდეორგოლი.
ჯგუფურ მუშაობას ოდნავ დაჩქარებული ტემპით წარვმართავ, პრეზენტაციები უფრო წარმატებული აღმოჩნდა. პრეზენტატორებმა შეძლეს გამოეყენებინათ თვალსაჩინოება, თუმცა პრეზენტაციებში მაღალი შეფასება არ დაწერილა.ვთვლი, რომ ჩემს მოსწავლეებს სჭირდებათ ამ მიმართულებით კიდევ მუშაობა.დაგეგმილი აქტივობებიდან ყველა განვახორციელე, თუმცა გაკვეთილისათვის განკუთვნილ დროს ოდნავ გადავაცილე.შემდეგი გაკვეთილის დაგეგმვისას უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობ დროის განაწილებას.
გაკვეთილი 2
სამოქალაქო წიგნიერება - სამოდელო გაკვეთილი
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
მასწავლებელი ინგა კახაძე
გაკვეთილის ტიპი : სამოდელო
საგანი: ინგლისური
სწავლების საფეხური/კლასი: 3 საფეხური, XI
კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
6
თემა:
ბულინგი
სკოლაში
მიზანი:
Ø მოსწავლეები შეძლებენ შეთავაზებულ
სიტუაციურ ამოცანაში პრობლემის აღმოჩენას,
გააზრებას, გაანალიზებას .
Ø არგუმენტირებულ
მსჯელობას ამოცანაში განვითარებულ მოვლენებზე ,ჩამოაყალიბებენ თუნდაც ერთ გადაჭრის გზას .
Ø გამოთქვამენ
მოსაზრებებს ტექსტში განვითარებულ მოვლენების შესახებ.
Ø გამოიტანენ დასკვნას მიზეზეზებსა და შედეგებზე,
პრევენციასა და ამ პრობლემის მოგვარების შესახებ
.
უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი
შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის,
გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ამოიცნობს მთავარ
თემას/საკითხებს;
Ø ამოიცნობს ტექსტის
ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ
ინფორმაციას;
Ø ტექსტს ყოფს შინაარსობრივ
ნაწილებად;
Ø განარჩევს ფაქტს
ვარაუდისაგან;
Ø აჯგუფებს ინფორმაციას
სხვადასხვა ნიშნით;
Ø ამოიცნობს ტექსტის
სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ კავშირს (მიზეზ-შედეგობრივი, შეპირისპირებითი, პირობითი,
ინდუქციური და სხვა) და გამოაქვს სათანადო დასკვნა;
ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა
ნაწილში მოცემულ ინფორმაციებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს;
უცხ.ს.V.11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს ესე/წერილი, რომელშიც გადმოსცემს საკუთარ შთაბეჭდილებებს, თვალსაზრისებს
(მაგ., მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, გამოხმაურებას ნანახ სპექტაკლზე/ჩატარებულ ღონისძიებაზე და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø წარმოადგენს საკუთარ თავს;
Ø შესავალ ნაწილში აუწყებს მკითხველს წერილის თემას;
Ø დეტალურად აღწერს სიტუაციებს, შთაბეჭდილებებს, გადმოსცემს კონკრეტულ
ფაქტებს, ამბებს (მაგ., სად იყო, რა ნახა,
როგორი იყო და სხვა);
Ø გადმოსცემს ემოციებს, განცდებს, განწყობილებებს, რომლებიც გამოიწვია
ნანახმა;
Ø იძლევა შეფასებებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ;
Ø ასათაურებს ესეს, წერილს;
Ø თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია
ზეპირი მოხსენების წარმოდგენა (პრეზენტაცია)
მისთვის საინტერესო თემაზე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ასახელებს თემას;
Ø შესავალ ნაწილში წარმოადგენს განსახილველ საკითხებს;
Ø მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
Ø საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
Ø თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
Ø გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/
განსახილველი საკითხისადმი;
Ø გამოაქვს დასკვნა.
#
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის
ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1.
|
აქტივობა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
მიზანი
კლასის მობილიზება გაკვეთილისთვის. მასწავლებელი შედის კლასში, ესალმება მოსწავლეებს,
აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
ჟურნალი, დაფა, ცარცი, შეფასების რუბრიკები.
|
2 წთ
|
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემასა და მიზანს.
|
2.
|
აქტივობის მიზანი წინარე ცოდნის გააქტიურება .
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი აჩვენებს სლიდებს ბულინგის თემაზე
და მოსწავლეებს სთხოვს, გამოთქვან ვარაუდები ტექსტთან დაკავშირებით.
რის შესახებ შეიძლება იყოს ნაწარმოები?
დაფაზე აკრავს კოგნიტურ სქემას
K-W-L
მოსწავლეები ავსებენ მხოლოდ იმ გრაფას რა ინფორმაციაც
იცოდნენ ბულინგთან დაკავშირებით.
სად მოხდება მოქმედება? ვინ იქნებიან მოქმედი პირები?
რა ასოციაციას იწვევს მათში ნაწარმოების სათაური?
შემდეგ მასწავლებელი უჩვენებს
სლაიდს რომელზეც დატანილია უცნობი ლექსიკური ერთეულები: ბულინგი, ძალადობა,
და ა. შ
|
ვარაუდების გამოთქმა
|
საერთო საკლასო
|
სლაიდები კომპიუტერი
კოგნიტური სქემა, დაფა, ცარცი, მარკერი.
k-w-l კოგნიტური
სქემა
სლაიდი ახალი ლექსიკური ერთეულებით
|
7 წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ ვარაუდების გამოთქმას ტექსტის სათაურთან დაკავშირებით.
იმსჯელებენ ძალადობის და ბულინგის რაობის შესახებ. ამომწურავად უპასუხებენ
დასმულ შეკითხვებს.
|
3.
|
აქტივობის მიზანი
ცოდნის კომსტრუირება , არგუმენტირებული მსჯელობა
აქტივობის აღწერა
მასწავლებელს ტექსტი წინასწარ აქვს დარიგებული მოსწავლეეებზე. მოსანიშნი
მარკერით ნიშნავენ უცნობ ლექსიკურ ერთეულებს, გაურკვეველ ფრაზებს.
|
კითხვა.
|
საერთო
|
ტექსტი, ფერადი მარკერი.
|
5 წთ
|
ტექსტი “ boy dubbed,most
hated person in the school”
მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს წყვილებში, მონიშნავენ ტექსტში ბუნდოვან
ადგილებს.
|
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გააკეთონ წაკითხული ტექსტიდან გამოკვეთონ
პრობლემები საპრეზენტაციოდ გამოდის წყვილი.
მასწავლებელი აკრავს დაფაზე კოგნიტურ სქემას პრობლემათა ხე და თხოვს მოსწავლეებს ჩამოწერონ პრობლემები ამ სქემაზე
.
|
ვერბალური
|
ჯგუფური პრეზენტაცია
|
სამუშაო ფურცლები,
ტექსტი, დაფა.
ფლიპჩარტზე სქემა პრობლემათა ხე
|
7წთ
|
გააკეთებენ პრეზენტაციას რა პრობლემაც დაინახეს ტექსტში
მოსწავლეები გამოკვეთენ პრობლემებს მასწავლებლის დახმარებით იმსჯელებენ ტექსტის წაკითხვამდე
გამოთქმულ ვარაუდებზე ასევევ ტექსტში მოცემულ პრობლემებზე თუ რამდენად სწორად დაინახეს
პრობლემა
|
|
4
|
აქტივობის მიზანი
დასკვენიბის
გამოტანა , გაანალიზება შედეგებზე დაყრდნობით გამოსავლის ძიება.
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი ეკითხება ამოცანაში მოცემული სიტუაციის მსგავსად ხომ არ
გამხდარან თუ არა ბულინგის ძალადობის მსხვერპლნი, ან თვითონ ხომ არ უცდიათ ვინმეს
დაჩაგვრა, დაბულინგება?
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
კოგნიტური სქემა
|
5წთ
|
მოსწავლეები იმსჯელებენ
ტექსტის შესახებ
|
მასწავლებელი აძლევს შემდეგ
დავალებას კოგნიტური სქემით გვირილა
სადაც მოსწავლეებმა უნდა მოწერონ პრობლემის პრევენციის გზები სხვადასხვა გარემოში
სკოლა ,ოჯახი
,საზოგადოება .
|
წერა
|
ჯგუფური
|
ფლიპჩარტები სქემით გვირილა
|
10წთ
|
გამოიტანენ დასკვნებს
წერენ პრობლემის გადაჭრის გზებს
|
|
5
|
მასწავლებელი ერთხელ კიდევ აჩვებ
ნ,ნებს ლექსიკური ერთეულების
სლაიდს და მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს: რა გაიგეს ბულინგის, გამართლდა თუ არა
მათი ვარაუდი? როგორ მოიქცევიან, თუ ძალადობის ფაქტს შეესწრებიან, ან გახდებიან ბულინგის
თანამონაწილენი? მოსწავლეები ავსებენ დარჩენილ ორ გრაფას სქემაზე K-W-L.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
კოგნიტური სქემა, შეკითხვები.
|
5წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ შეაჯამონ ტექსტის ინფორმაცია. ავსებენ დარჩენილ
გრაფას
|
6.
|
აქტივობის მიზანი
დავალების მიცემა ,შეფასება თვითშეფასება
მოსწავლეები ავსებენ შემაჯამებელ ვარსკვლავს.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
შემაჯამებელი ვარსკვლავი summary
star
|
2წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ შეაფასონ გაკვეთილი და თვიანთი როლი ამ გაკვეთილზე.
|
მასწავლებელი შეფასებას აკეთებს განმავითარებელი კომენტარით. თითოეულ
მოსწავლეს აძლევს შესაბამის უკუკავშირს.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
განმავითარებელი კომენტარი
|
1წთ
|
მოსწავლეები მიიღებენ უკუკავშირს
|
|
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას არჩევითობის უფლებით.
1.დაწერონ ესსე არა ბულინგს
2 .ასევე მოამზადონ პოსტერი როგორ ხედავენ ბულინგის აღმოფხვრას სკოლაში
|
საშინაო დავალების მიცემა
|
საერთო საკლასო
|
ტექსტი, საშინაო დავალება
|
1წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ აარჩიონ სასურველი დავალება და შეასრულონ შინ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ:
Ø ტექსტის წაკითხვას, გააზრებას, არგუმენტირებულ მსჯელობას ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებზე;
Ø ინფორმაციის დაკავშირებას პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებასთან;
Ø დასკვნების გამოტანას;
Ø მოსაზრებების გამოთქმას ტექსტში განვითარებული მოვლენების შესახებ;
Ø პერსონაჟთა ქცევის მოტივის განსაზღვრას და საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირებას;
მაგალითების მოყვანას პირადი ცხოვრებიდან
პრობლემის გადაჭრის გზების ძიების შეფასების რუბრიკა
ძალიან კარგად
|
კარგად
|
საშუალოდ
|
ცუდად
| |
პრობლემის წინასწარ განჭვრეტა
|
მე დეტალურად ვაანალიზებ პროცესებს და სისტემებს, რომ წანასწარ განვჭვრიტო და თავიდან ავირიდო პრობლემები.
|
ჩვეულბრივ მე ვაანალიზებ პროცესებს და სისტემებს, რომ შევაჩნიო პრობლემები, სანამ ისინი წარმოიქმნება.
|
ზოგჯერ მე წინასწარ ვფიქრო70ბ, რომ ვნახო, შევძლებ თუ არა პრობლემის თავიდან არიდებას.
|
ჩვეულებრივ მე ვერ ვამჩნევ პრობლმებს მანამ, სანამ ისინი არ წარმოიქმნება.
|
პრობლემის ანალიზი
|
მე გარკვეული დროის სხვადასხვა გადასახედიდან ვაანალიზებ და აღვწერ პრობლემას, შესაბამისად მე შემიძლია ეფექტიანი და პრაქტიკული გადაწყვეტილების ჩამოყალიბება.
|
მე ყურადღებით ვუფიქრდები პრობლემას, სანამ მის გადაყვეტას შევეცდებოდე.
|
თუ ვინმე შემახსენებს, ჯერ ვუფიქრდები პრობლემას და მერე ვიწყებ მის გადაწყვეტას.
|
ჩვეულებრივ პრობლემის მოგვარებას დაუფიქრებლად ვიწყებ.
|
სტრატეგიების გამოყენება
|
მე ეფექტურად და მოქნილად ვიყენებ პრობლემის გადაჭრის შესწავლილ სტრატეგიებს. საჭიროების შემთხვევაში მე ვქმნი ახალ სტრატეგიებს.
|
პრობლემის გადასაჭრელად მე ვიყენებ პრობლემის გადაჭრის შესწავლილ სტრატეგიებსა და დარგობრივ ცოდნას.
|
თუ შემახსენებენ, მე ვიყენებ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს, რომლებიც პრობლემის გადასაჭრელად ვისწავლე.
|
მე იშვიათად ვიყენებ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს პრობლემის გადაჭრის დროს.
|
ინფორმაციის არჩევა
|
როდესაც მე ვხედავ პრობლემას, რომელიც კომპლექსური პროექტის ნაწილია, მე შემიძლია
ხელმისაწვდომი და საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირება, და მე ვიცი რამდენიმე სტრატეგია დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭიროების შემთხვევაში.
|
მე შემიძლია რელევანტური ინფორმაციის იდენტიფიცირება პრობლემის გადაჭრის დროს.
|
ზოგჯერ მე ვერ განვსაზღვრავ თუ პრობლემის გადაჭრისას როდისაა ინფორმაცია მნიშვნელოვანი.
|
მე ვერ განვსაზღვრავ თუ როდისაა ინფორმაცია მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრისას.
|
გაურკვევლობასთან გამკლავება
|
მე მიყვარს კომპლექსურ პრობლემებზე მუშაობა, რომელთაც მარტივი, საუკეთესო პასუხი არა აქვთ.
|
მე შემიძლია ისეთ პრობლემებზე მუშაობა, რომელთაც მარტივი პასუხი არა აქვთ.
|
ზოგჯერ მე სასოწარკვეთაში ვვარდები, თუ არ ვიღებ სპეციფიურ ინსტრუქციას ისეთ პრობლემაზე სამუშაოდ, რომელსაც არა აქვს მარტივი პასუხი
|
მე თავიდან ვირიდებ რთულ პრობლემებს, სანამ არ მივიღებ სპეციფიურ ინსტრუქციას და გარანტიას, რომ ზუსტი პასუხი არსებობს.
|
პროცესებზე რეფლექსია
|
მე ვაკეთებ რეფლექსიას ჩემს პრობლემის გადაჭრის პროცესებზე, და შემაქვს ცვლილებები, რომ გავხადო ის უფრო ეფექტიანი, აკურატული, თანამშრომლობითი და შემოქმედებითი.
|
პრობლემის გადაჭრის შემდეგ მე ვაკეთებ რეფლექსიას, თუ როგორ გადავწყვიტე ის, რათა გავაუმჯობესო ემი პრობლემის გადაჭრის უნარები.
|
თუ შემახსენებენ, მე ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გადავწყვიტე, ან არ გადავწყვიტე პრობლემა.
|
მას შემდეგ, რაც ვასრულებ პრობლემაზე მუშაობას, მე იშვიათად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ გადავწყვიტე ან არ გადავწყვიტე ის.
|
გადაწყვეტილების კომუნიკაცია
|
მე ვიყენებ ზუსტ, საგნობრივ ენას როდესაც ვხსნი ჩემს პროცესსა და შედეგებს.
|
მე ზუსტი და შესაბამისი ენის გამოყენებით საფუძვლიანად ვხსნი, თუ როგორ ვწყვეტ პრობლემებს.
|
სხვისი დახმარებით, მე განვმარტავ თუ როგორ ვხსნი პრობლემას.
|
მე იშვიათად ვხსნი, თუ როგორ ვწყვეტ ჩემს პრობლემებს.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
სამუშაოსმიზნისგააზრება
|
ჯგუფმასამუშაომიზანივერგააცნობიერა
|
ჯგუფმასამუშაომიზანინაწილობრივგააცნობიერა
|
ჯგუფმასამუშაომიზანიგააცნობიერა
|
ჯგუფმასამუშაომიზანიკარგადგააცნობიერა
|
ჯგუფისმიერსამუშაოსორგანიზება
|
სამუშაოორგანიზებულიარიყო.ჯგუფისწევრებსშორისფუნქციებიარათანაბრადიყოგანაწილებული.
|
სამუშაონაწილობრივორგანიზებულიიყო.ჯგუფისწევრებსშორისფუნქციებიარათანაბრადიყოგანაწილებული.
|
სამუშაოორგანიზებულიიყო.ჯგუფისწევრებსშორისფუნქციებიარათანაბრადიყოგანაწილებული
|
სამუშაოკარგადორგანიზებულიიყო. ჯგუფისწევრებისშორისფუნქციებისწორადდათანაბრადიყოგანაწილებული.
|
თანამშრომლობა .სხვისიაზრისგაზიარება.
|
ჯგუფისწევრებიარმუშაობს, არშეინიშნებათანამშრომლობითიგარემოჯგუფისწევრებსშორის.
|
მხოლოდერთიანორიწევრიაქტიურობს, შეინიშნებაჯგუფებსწევრებსშორისდაძაბულიურთიერთობა.
|
ჯგუფისთითქმისყველაწევრიაქტიურადდანაყოფიერადმუშაობსსაქმიანგარემოში.
|
ჯგუფისყველაწევრიაქტიურადდანაყოფიერადმუშაობსსაქმიანგარემოში.
|
პრეზენტაცია
1-2 ქულა
|
3-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
| |
საკითხის წარდგენა/პრობლემის იდენტიფიცირება
| |||||
საკითხი არაადექვატურად არის წარმოდგენილი. პრობლემა არ არის იდენტიფიცირებული.
ვერ პასუხობს დსმულ კითხვებს.
|
საკითხი ზედაპირულად არის წარმოდგენილი . პრობლემა არ არის იდენტიფიცირებულია. ჩამოყალიბებულია თეზისები არ შეესაბამება საკითხს. ვერ პასუხობს დასმულ შეკითხვებს
|
საკითხი ნაწილობრივ არის წარმოდგენილი . ჩამოყალიბებულია თეზისებად, თუმცა არასრულყოფილად.
პრობლემა არ არის იდენტიფიცირებულია.
პასუბს კითხვებს არადამაჯერებლად.
|
საკითხი ამომწურავად არის წარმოდგენილი . პრობლემანაწილობრივ არის იდენტიფიცირებული. ჩამოყალიბებულია თეზისებად. პასუხობს კითხვებს დამაჯერებლად და უმეტესად ადექვატურად.
|
საკითხი ამომწურავად არის წარმოდგენილი . პრობლემა იდენტიფიცირებულია. ჩამოყალიბებულია თეზისებად.
საინტერესო და ორიგინალურია. დამაჯერებლად და ადექვატურად პასუხობს დასმულ კითხვებს.
| |
შემაჯამებელი ვარსკვლავი :
1 Write down 2 or
3 new words you studied today:
2.Which activity did you like most at the
lesson?
3.What was the
most interesting for you at the lesson?
4.What was hard for you at the lesson
5.how did you feel at the end of the lesson?
კოგნიტური სქემა
k –w—l
knew want to
learn learn
ინგლისური ენა
ინგა კახაძე
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია.
ჩემს მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი, იყო პრობლემაზე ორიენტირებული ,რომელიც ეფუძნებოდა სოციალურ და სამოქალაქო წიგნიერებას ,კერძოდ გაკვეთილის მიზანი იყო რომ გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეები შეძლებდნენ ბულინგის რაობის გაცნობა ს ,პრობლემის იდენტიფიცირების, მიზეზების და შედეგების აღმოჩენის და შესაძლო გადაჭრის
გზების მოძიებას . სწავლების ამ საფეხურზე , მე-11 კლასში, მოსწავლეებს უკვე აქვთ შეძენილი გარკვეული ცოდნა სამოქალაქო წიგნიერებაზე.ვფიქრობ, ჩატარებული გაკვეთილი,
მართლაც იყო პრობლემაზე ორიენტირებული, ერთი მხრივ წარმოდგენილი საკითხის
მიხედვით, მეორე მხრივ, გაკვეთილის აქტივობების მიხედვით. ანუ თემატიკაც
პრობლემატური იყო შეთავაზებული და გაკვეთილის მსვლელობაც ითვალისწინებდა პრობლემის
გამოკვეთას და მისი გადაჭრის გზების დასახვას.გაკვეთილი წარმოადგენდა
საყოველთაოდ გავრცელებული პრობლემის,ბულინგის განხილვასა და პრევენციის
ზომების დასახვას. პრობლემად წარმოჩენილი საკითხი აქტუალურია და სრულად
შეესაბამება მეთერთმეტეკლასელთა ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესს.
სოციალური და სამოქალაქო
კომპეტენცია
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს
სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების
ჩამოყალიბებას ,როგორიცაა: 1.კონსტრუქციული თანამშრომლობა2.პრობლემების მოგვარება3.კრიტიკული
დაშემოქმედებითი აზროვნება4.გადაწყვეტილებების მიღება5.შემწყნარებლობა6.სხვისი უფლებების
პატივისცემა7.დემოკრატიული პრინციპების აღიარება . იმ სოციალურ გარემოში კი , სადაც ვცხოვრობთ ტრადიციების ზეგავლენით დიდია სხვადსხვა ტიპის ბულინგის, მათ შორის, ოჯახური ბულინგის რისკფაქტორები, რასაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს მოსწავლეთა ნაკლებინფორმირებულობა, ავტორიტარული ურთიერთობებისადმი მორჩილება და ტრადიციულ ინსტიტუტებზე ბრმად, გაუთვითცნობიერებლად მიჯაჭვა.
გამომდინარე აქედან, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემის გათვითცნობიერება, მისი ანალიზისა და პრობლემიდან გამოსავლის ძებნის უნარ-ჩვევის განვითარება, გადაჭრის გზების დასახვა. ამიტომ მივიჩნიე ამ შინაარსის
გაკვეთილი დროულად და აქტუალურად.
ჩემი აზრით, დამსწრე კოლეგებს დააინტერესებდათ
აქტივობების მრავალფეროვნება და თვით შერჩეული თემატიკა, რადგანაც
ეს უკანასკნელი აქტუალობას არ კარგავს .საინტერესო იქნებოდა
, თუ როგორ არის შესაძლებელი უცხოურ
ენაზე ასახო პრობლემა და მისი გადაჭრის გზები.ამ მხრივ გაკვეთილი უცხოური
ენის მასწავლებლისთვის უფრო სასარგებლო არის, ასევე დააკავშირებდენ სხვა
საგნებსაც სადაც გამოიკვეთებოდა საგნებთან
ინტეგრირება კერძოდ კი სამოქალაქო განათლება,
თუმცა სხვა კოლეგებისათვის საინტერესო იქნებოდა. გაკვეთილზე. მოსწავლეებისათვის გაკვეთილი სასარგებლო იქნებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი
გაიღრმავებდნენ ცოდნას მოცემულ თემაზე და მოახდენდნენ გარკვეული ცოდნის გამოყენებას შემდეგ ცხოვრებისეულ
სიტუაციებში რაც ამაღლებს მათ სამოქალაქო ცნობიერებას სამოქალაქო და სოციალურ წიგნიერებასთან ერთად.
ბრეინსტორმინგი შესანიშნავ საშუალებას აძლევს ენის მასწავლებელს გააღრმავებონოს მოსწავლეებს შესწავლილი ლექსიკური ერთეულები. გონებრივი იერიშისათვის შერჩეული აქტივობა სასარგებლო იყო რადგან თვალსაჩინოების
ჩვენებით იოლად იხსენებენ წინარე ცოდნას . შევეცადე გაკვეთილი წარმემართა სამფაზიანი მოდელის მიხედვით- 1. გამოწვევა-ბრეინსტორმინგი 2. ცოდნის კონსტრუირება - ჯგუფურიმუშაობა; 3. სიღრმისეული წვდომა- პრეზენტაციები.
გაკვეთილზე უზრუნველყოფილი იყო ყველა მოსწავლის
ემოციური და კოგნიტური პროდუქტიული ჩართულობა. ვფიქრობ, ამას განაპირობებდა, ერთი
მხრივ, თემატიკისა და შეთავაზებული სიტუაციების მიმზიდველობა, მეორე მხრივ,
აქტივობათა ლოგიკურად გამართული თანმიმდევრობა.მოსწავლეები მოტივირებულად და
ინტერესით მონაწილეობდნენ აქტივობებში და ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევდენენ საგაკვეთილო
მიზნებს. ვფიქრობ,აქტივობების მრავალფეროვნება დამსწრე კოლეგებსაც გამოადგებათ .
გეგმით განსაზღვრული ყველა აქტივობა ჩატარდა. ბრეინსტორმინგმა-სლაიდების ჩვენებამ მომცა საშუალება მოსწავლეებს გაეხსენებინათ საჭირო ლექსიკური მასალა, რომელსაც ფლობდნენ ბულინგთან დაკავშირებით. სლაიდებზე დაყრდნობით გამოთქვეს ვარაუდები თუ რაზე იქნებოდა
სიტუაცური ამოცანა. ამ აქტივობამ მოსწავლეები შეამზადა ჯგუფური
მუშაობისათვის. ჯგუფური მუშაობისას გამოკვეთეს პრობლემა ტექტში ,შემდეგ
კი შეავსეს კოგნიტური სქემა პრობლემათა ხე
,ერთმა ჯგუფმა გამოკვეთა მიზეზები ამ პრობლემის ,ხოლო მეორემ შედეგები. ჯგუფური
მუშაობისას და პრეზენტაციების დროს გამოავლინეს სხვადასხვა სოციალური უნარები თანამშრომლობა
,სხვისი აზრის გაზიარება კომუნიკაციის და ა. შ.თავის მხვრივ პრობლემათა ხეც ვიზუალურად
თვალსაჩინოდ გამოკვეთდა მათ ნამუშევარს .შემდეგი აქტივობა იყო კოგნიტური სქემის გვირილის
შევსება სადაც მოსწავლეებს წყვილებში უნდა ემუშავათ თითოეული წყვილი სხვადასხვა ფერით
ავსებს სხვადასხვა ფლიპჩარტზე პრობლემის გადაჭრის გზებს ფლიპჩარტებს გადააწოდებენ თითო
ფოთლის შევსების შემდეგ ,გააკეთეს პრეზენტაცია იმსჯელეს თუ როგორ უნდა მოიქცეს სკოლა,
ოჯახი და საზოგადოება ბულინგის პრევენციისათვის
და როგორ უნდა მოიქცეს თითოეული ჩვენგანი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მოსწავლებს ქონდათ
საშუალება მსჯელობის და პრეზენტაციის დროს გამოეყენებინათ ახალი საკმაოდ რთული ლექსიკა დაკავშირებული ბულინგთან
.გაკვეთილის ბოლოს შეავსეს შემაჯამებელი ვარსკვალი კითხვარი გაკვეთილის შესახებ .
ვფიქრობ მიზანს მივაღწიე ,მოსწავლეებმა
შეძლეს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის
გზების მოძიება, გააცნობიერეს პრობლემის გლობალურობა და საფრთხეები ,ასევე გააცნობიერეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა
პრობლემის პრევენციის მიზნით.
საბოლოოდ ის რაც ,ვფიქრობ რომ უნდა გავაუმჯობესო
არის დროის მართვა რადგან ბოლოს შეფასების
დროს დამაკლდა 3 წუთი, ასევე პრეზენტაციების გაკვრისას დავიცვა თანამიმდევრობა .ჯგუფური
მუშაობისას კიდევ უფრო მეტად მივაქციო სუსტი მოსწავლეების ჩართვას მუშაობაში.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,
რომ გაკვეთილმა გაამართლა, მიაღწია დასახულ მიზნებს, მასში მოსწავლეთა ჩართულობა და
აქტიურობა სასურველ დონეზე იყო. ვფიქრობ, გაკვეთილი, როგორც პრობლემაზე ორიენტირებული
სამოდელო გაკვეთილი სასარგებლო იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის.











ძალიან საინტერესო გაკვეთილებია ,მომეწონა.წარმატებები
ОтветитьУдалитьმადლობა გაიხარეთ
Удалить