შემოქმედ მოსწავლეთა კლუბი






ინგლისური ენის კლუბი - THINK ENGLISH   


კლუბის წესდება

ხულოს მუნიციპალიტეტის დიოკნისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის   შემოქმედებითი კლუბი ,,THINK ENGLISHშეიქმნა 2017წელს.განახლებადი ყოველწლიურად.

კლუბის დამფუძნებლები არიან

მოსწავლეები ელზა ძირკვაძე და ანა შავაძე

კლუბის წევრები 

7-კლასი :მარი ძირკვაძე, რიტა შავაძე,მამუკა საგინაძე ,ზურაბ ძირკვაძე
8-კლასი:დიანა ძირკვაძე ,  სალომე საგინაძე
9-კლასი :ბაჩუკი ძირკვაძე ,ქეთი საგინაძე ,ანზორ შავაძე,გიორგი ძირკვაძე ,გიორგი
საგინაძე,რუსუდან ძირკვაძე ,სალომე საგინაძე, ხოზრევანიძე ირა ,ხოზრევანიძე საბა.
10-კლასი: ანა შავაძე,ელზა ძირკვაძე,დათა შავაძე,  11-კლასი: ნაია ძირკვაძე ,უჩა შავაძე ,ედუარდ საგინაძე ,უშანგი საგინაძე

კურატორი: ინგლისური ენის მასწავლებელი -ინგა კახაძე.

ინფორმაციული   და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მენეჯერი ,კლუბის დიაზინის და გაფორმების ხელმძღვანელი- ნათელა შავაძე




განაცხადი  კლუბის  შექმნის  შესახებ

სსიპ ხულოს  მუნიციპალიტეტის 
სოფელ დიოკნისის  საჯარო  სკოლის 
დირექტორს ბატონ/ქალბატონ რევაზ ძირკვაძეს
ამავე  სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის
ინგა კახაძის

განცხადება

2017 წლის 10 0ქტომბერს დიოკნისის  საჯარო  სკოლაში  შეიქმნა  ინგლისური ენის შემოქმედ მოსწავლეთა კლუბი „THINK ENGLISHჩვენი  კლუბის  მიზანია ხელი  შევუწყოთ  მოსწავლეთა წიგნიერებისა  და   შემოქმედებითი  უნარების  განვითარებას.
გთხოვთ  დამრთოთ  ნება განვახორციელოთ  აღნიშნული  საქმიანობა.



განმცხადებელი: ი.კახაძე

თარიღი:10.10 .2017




სსიპ  ხულოს მუნიციპალიტეტის დიოკნისის საჯარო  სკოლის  
კლუბ  ,,THINK ENGLISH“ ის
წესდება
მუხლი 1. ზოგადი    დებულებები
1. სსიპ  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის  საჯარო  სკოლის   ინგლისური ენის კლუბი ,,THINK ENGLISH“ ის (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის   წევრთა ინიციატივით.
2. კლუბი  დაფუძნებულია   ერთი  სასწავლო წლის  ვადით განახლებადი ყოველ წელს.
3. კლუბს  აქვს  სახელწოდება,   ლოგო,  აგრეთვე   შეიძლება   ჰქონდეს   სხვა  რეკვიზიტები.
4 კლუბის  იურიდიული  მისამართი:   საქართველო, . სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლა.

მუხლი 2. კლუბის  მიზნები  და  დაარსების იდეა
1.კლუბის მიზნებია:
1.1.  სკოლის მოსწავლეებისათვის საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
1.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა;
1.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
1.4. მოსწავლეთა კვლევის,  ანალიზის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის უნარების გამოვლენა, ჩამოყალიბება და განვითარება;
1.5.მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
1.6. პრეზენტაციის უნარების ჩამოყალიბება;
1.7. პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება;
1.8. წყვილებში, ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობისას გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2. კლუბის დაარსების იდეაა მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.

მუხლი 3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა

1. კლუბის  წევრობა  ნებაყოფლობითია;
2. კლუბის  წევრი  შეიძლება  გახდეს  ამავე სკოლის  საბაზო/საშუალო საფეხურის    მოსწავლე, რომელიც იზიარებს  კლუბის   მიზნებს;
3. კლუბის წევრობის მსურველმა  უნდა  მიმართოს კლუბს  წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
4. კლუბის  წევრი  ვალდებულია   მიიღოს მონაწილეობა  კლუბის  საქმიანობაში, დაიცვას  წესდების  მოთხოვნები,  შეასრულოს  დავალებები  და  კლუბის  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები;
5. კლუბის  წევრს  ეკრძალება  იმოქმედოს ორგანიზაციის  სახელით  კურატორთან  შეთანხმების  გარეშე;
6. კლუბი  პასუხისმგებელია მისი  წევრის  მხოლოდ  იმ საქმიანობაზე, რომელიც  დაკავშირებულია  კლუბის  საქმიანობასთან;
7. კლუბის  წევრს  უფლებამოსილება  უწყდება:
ა) პირადი  განცხადების  დაფუძველზე;
ბ) კლუბის  წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით,  როდესაც  მისი   საქმიანობა  ეწინააღმდეგება  კლუბის მიზნებს  და  უხეშად  არღვევს აღნიშნული  წესდების  დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად;
8. კლუბის წევრთა რაოდენობა არ არის გასაზღვრული.

მუხლი 4. კლუბის  მართვა  და გადაწყვეტილებების  მიღების წესი

1. კლუბს  შეიძლება  ჰყავდეს მინიმუმ ერთი  კურატორი  (მასწავლებელი),  რომლის  უფლებამოსილებაა  უხელმძღვანელოს კლუბის  საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი  მესამე  პირებთან, უხელმძღვანელოს  კლუბის  მიერ  განსახორციელებელი პროექტებისა  და  პროგრამების  შემუშავებასა  და  რეალიზაციას,  განაგოს  კლუბის ქონება;
2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.

მუხლი 5. კლუბის  მუშაობა

1. კლუბი  იკრიბება  საჭიროებიდან გამომდინარე;
2. კლუბი  მუშაობს   წინასწარ  შემუშავებული  სამუშაო გეგმით;
3. კლუბის კურატორი  ინტერნეტსივრცეში სკოლის ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
3.1. კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
3.2. კლუბის წესდება, მისი დაარსების იდეა და მიზნები;
3.3. კლუბის სამუშაო გეგმა;
3.4. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის;
3.5. საკლუბო აქტივობების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა/შესაბამისი ბმული;
4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული  ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად  კლუბის წევრები:
4.1.ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთათვის საინტერესო საკითხვებზე;
4.2.ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
4.3.უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით;
4.4.წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

მუხლი 6. კლუბის   საქმიანობის  შეწყვეტის საფუძვლები

კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
მუხლი 7. ცვლილებების შეტანა
კლუბის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცვლილების შესახებ ინიციატივის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.


კლუბის პროგრამა
კალენდარი
კვირაში ერთი შეხვედრა ერთი საათის ხანგრძლივობით. საჭიროების შემთხვევაში (მოსწავლეთა სურვილის და მოთხოვნის გათვალისწინებით) შეხვედრების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კვირაში ორ საათამდე.







N


            წრის სამუშაი პროგრამა


მუშაობის
ხანგრძლივიბა


შეხვედრების განრიგი
1
1)    პროექტის მომზადება 8 კლასის მოსწავლეთა შემოქმედება-- "Helloween holiday" --poster
1 საგაკვეთილო
საათი
31 / X /2017
2 სთ-ზე
2
წიგნისა და ფილმის შედარება .პრეზენტაცია "Harry Potter".წიგნი თუ ფილმი რომელი ავირჩიოთ.
1 საგაკვეთილო
საათი
10/    X .2017
2სთ-ზე
3
ვკითხულობთ ინგლისურად  .კონკურსი სწორად კითხვაში
1 საგაკვეთილო
საათი
14/ XI/2017
2სთ-ზე

4

Nesc-კონკურსი მართლწერაში 

1 საგაკვეთილო
საათი

23/  2 .2018
2სთ-ზე
5


6



7


დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები "SAVE THE EART"

კონკურსი  what? where? when?


ესსეების კონკურსი 

ინტელექტუალური თამაში 
 https://www.facebook.com/photo.php?fbid=604616160047256&set=pcb.604618430047029&type=3&__tn__=HH-R&eid=ARD6DJR5RmDiwKrIS1eDrpFFxZ4FGq_4noFXp9MDq6W_fzWKrpsbm-M7SHDi5LEByW9HTq_tW_6i_BWs
1საგაკვეთილო 
საათი


1 საათი


1.30 საათი

 1 საათი
23/4 /2018
2სთ-ზე


25 / 3/2019


20/5/2019

13/6/2019







განაცხადის ფორმა

განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
სახელი
გვარი
მობილური ტელეფონი

ჰობი(საყვარელი საქმიანობა)

აპლიკანტის მოტივაცია - რატომ გსურთ კლუბში ჩართვა?



სკოლა

კლასი





პროექტი  "Helloween holiday"






წიგნის განხილვა



წიგნისა და ფილმის შედარება

 პრეზენტაცია "Harry Potter".წიგნი თუ ფილმი რომელი ავირჩიოთ.















დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები "SAVE THE EART"





















                       ინტელექტუალური თამაში       what?    when?   where?

https://www.facebook.com/photo.php?fbid=604616160047256&set=pcb.604618430047029&type=3&__tn__=HH-R&eid=ARD6DJR5RmDiwKrIS1eDrpFFxZ4FGq_4noFXp9MDq6W_fzWKrpsbm-M7SHDi5LEByW9HTq_tW_6i_BWs

   












Комментариев нет:

Отправить комментарий