გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი ინგა კახაძე
გაკვეთილის ტიპი : სამოდელო -ინტეგრირებული
საგანი: ინგლისური-ისტორია
სწავლების საფეხური/კლასი: 3 საფეხური, XI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
6
თემა:
Famous romance. The king and Mrs
Simpson-royal love story
მიზანი: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შეეძლებათ
ინგლისური
Ø მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი
საგნის/თემის( Famous
romance. The king and Mrs
Simpson-royal love story ) დაკავშირება მეორე სასწავლო
საგანთან/თემასთან (ისტორია
-მეოცე საუკუნის ინგლისის მეფე ედუარდ VIII ფაქტები და მოვლენები),
რაც ხელს შეუწყობს
ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი
ცოდნისა და უნარების
ერთი სფეროდან მეორეში
გადატანას – ტრანსფერს
Ø წაკითხული ტექსტის გააზრება ,ძირითადი ინფორმაციის
ამოკრება
Ø გამოთქვამენ
მოსაზრებებს ტექსტში განვითარებულ მოვლენებზე.
Ø გაცნობითი და ძიებითი კითხვის ტექნიკის გამოყენებით
წაიკითხონ/მოისმინონ და გაიგონ ტექსტი (Skimming/Scanning)
Ø ტექსტზე დაყრდნობით შეასრულონ დავალებებს
ისტორია
Ø მოიყვანენ ფაქტებს ისტორიიდან დააკავშირებენ მოცემულ
ტექსტს .
Ø გააკეთებენ
შედარებას ტექსტში მოცემულ ინფორმაციასა და ისტორიულ ფაქტებს შორის ,გაავლებენ
პარალელს და გაიაზრებენ საგანთა შორის კავშირს
Ø გამოიტანენ დასკვნას იმსჯელებენ ,გაიხსენებენ მსგავს ფაქტებს საქართველოს
ისტორიიდან .
უცხ.ს.VII.4.
მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე
პროზის ნაწყვეტები).
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს მთხრობელს, მთავარ
და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს;
·
ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ინფორმაციას (სად
და როდის ხდება მოქმედება; გამოკვეთს დროისა და სივრცის მიმანიშნებელ
დეტალებს და სხვა);
·
განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
·
ამოიცნობს პერსონაჟებს შორის
არსებულ ურთიერთობებს;
·
ახასიათებს პერსონაჟებს როგორც
ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების საფუძველზე;
უცხ.ს.VII.7. მოსწავლე ფლობს და იყენებს
სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
იყენებს მშობლიურ ან სხვა ენაში
მიღებულ გამოცდილებას ტექსტის სტრუქტურისა და შინაარსის გასაანალიზებლად;
·
აკვირდება სათაურებს, ქვესათაურებს,
რუბრიკებს, ტიპოგრაფიულ სახესხვაობებს, ილსუტრაციებს და სხვა;
·
იხსენებს, რა იცის ტექსტში მოცემულ
თემატიკასთან დაკავშირებით;
·
სვამს იმ კითხვებს, რომლებზე
პასუხსაც ელოდება ტექსტიდან;
·
მიუბრუნდება გაუგებარ ადგილებს,
ცდილობს კონტექსტის მიხედვით ამოიცნოს სიტყვის მნიშვნელობა;
უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს
ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური
საკითხის, პრობლემის გარშემო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ასახელებს თემასმოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
Ø საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
Ø საუბრობს მიზეზშედეგობრივ კავშირებზე;
Ø გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ფაქტისადმი, მოვლენისადმი;
Ø გამოაქვს დასკვნა;
Ø საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას
.უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს შეუძლია უცხოური
ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის სქემატურ
ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე
შინაარსს, ან წერს რეზიუმეს დაინტერესებული პირებისთვის
(მაგ., თანაგუნდელებისთვის);
·
ადგენს კონსპექტს (გამოყოფს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამზადებს სქემატურ ჩანაწერს და მასზე დაყრნობით
საკუთარი სიტყვებით გამოსცემს ინფორმაციას);
#
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის
ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1.
|
აქტივობა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
მიზანი
კლასის მობილიზება განწყობის შექმნა გაკვეთილისთვის.
მასწავლებელი შედის კლასში, ესალმება მოსწავლეებს, აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა
და შეფასების რუბრიკებს.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
ჟურნალი, დაფა, ცარცი, შეფასების რუბრიკები. ასევე პროექტორზე powerpoint-ის საშუალებით
ჩვენება
|
2 წთ
|
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის თემასა და მიზანს.ნაჩვენებია გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების
რუბრიკები მოსწავლეებს დაეხმარება გაკვეთილზე მიზანმიმართულად მუშაობაში,
მოსწავლეებს ეცოდინებათ თუ
რის მიხედვით შეფასდებიან.
ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს გაკვეთილის ორგანიზებულად
ჩატარებას
|
2.
|
გამოწვევის
A ფაზა
აქტივობის მიზანი წინარე ცოდნის გააქტიურება .
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი აჩვენებს სლიდებს სამეფო რომანის შესახებ და ასევე ედუარდ VIII -ს
შესახებ თემაზე და მოსწავლეებს სთხოვს, გამოთქვან
ვარაუდები ტექსტთან დაკავშირებით.
რის შესახებ შეიძლება იყოს ნაწარმოები?
დაფაზე აკრავს კოგნიტურ სქემას
მოსწავლეები ავსებენ ვარაუდების ღრუბელს
სად მოხდება მოქმედება? ვინ იქნებიან მოქმედი პირები?
რა ასოციაციას იწვევს მათში ნაწარმოების სათაური?
შემდეგ მასწავლებელი დაფაზე აკრავს კოგნიტურ სქემას, რომელზეც დატანილია უცნობი ლექსიკური ერთეულებს, და
ეკითხება კლასს, რა იციან ამ ლექსიკური ერთეულების შესახებ და
დაფაზე გაკრულ კოგნიტურ სქემაზე ათავსებს.
|
ვარაუდების გამოთქმა
|
საერთო საკლასო
|
სლაიდები კომპიუტერი
კოგნიტური სქემა, დაფა, ცარცი, მარკერი.
ახალი ლექსიკური ერთეულების განმარტების სქემა
|
7 წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ ვარაუდების გამოთქმას ტექსტის სათაურთან დაკავშირებით.
იმსჯელებენ ისტორიიდან რა იციან . ამომწურავად უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს.
ფლიპჩარტზე დაწერილი შეკითხვები, სახელმძღვანელო(ტექსტის სათაური და ილუსტრაციები)
ეს რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს თემისადმი ინტერესის გაღვივებაში
|
3.
|
ცოდნის კონსტრუირება B ფაზა
აქტივობის მიზანი
ცოდნის კომსტრუირება , არგუმენტირებული მსჯელობა მეთოდი ჯიგსოუ
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი უნაწილებს ტექსტს
ჯგუფებს კითხულობენ სემდეგ უბრუნდებიან თავიანთ
ჯგუფებს და უზიარებენ ერთმანეთს . მოსანიშნი მარკერით ნიშნავენ უცნობ ლექსიკურ ერთეულებს,
გაურკვეველ ფრაზებს.
|
კითხვა ჯიგსოუს მეთოდით
|
საერთო
|
ტექსტი, ფერადი მარკერი.
|
5 წთ
|
ტექსტი”
Famous romance. The king and Mrs Simpson-royal love story”
მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს წყვილებში, მონიშნავენ ტექსტში ბუნდოვან
ადგილებს.
|
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებმა წაიკითხონ/მოისმინონ ტექსტი, მთლიანობაში
დააკვირდნენ ტექსტის შინაარსს, დააკვირდნენ ხაზგასმულ სიტყვებს და შეძლონ მათი მნიშვნელობის
და ტიპის დაზუსტება კონტექსტიდან
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ ტექსტი.
შემდეგ კი ტექსტში ხაზგასმული სიტყვები შეუსაბამონ
სამუშაო ფურცლებზე მოცემულ განმარტებებს და
კონტექსტიდან გამომდინარე განსაზღვრონ ხაზგასმული სიტყვების მნიშვნელობა.
|
ტექსტის კითხვა კითხვის ძიებითი ტექნიკის
გამოყენებით,
(Scanning)
სიტყვების გამომძიებელი
|
ინდივიდუალური, წყვილებში მუშაობა
|
სამუშაო ბარათები, ტექსტი,
|
7წთ
|
მასწავლებლის დახმარებით იმსჯელებენ ტექსტის წაკითხვამდე გამოთქმულ ვარაუდებზე
ასევე ტექსტში მოცემულ ამბავზე თუ რამდენად სწორად დაინახეს კავშირი ისტორიულ ფაქტებსა
და ტექსტში მოცემულ ამბავს შორის.
|
|
აქტივობის მიზანი: ინფორმაციის შეგროვება აქტივობით გაჩერებებით სწავლება
აქტივობის აღწერა: მოსწავლები იყოფიან ჯგუფებად 1. ჯგუფი მოიძიებს ვიდეოს ჰენრი
მეფის შესახებ 2. ჯგუფი ეძებს ინფორმაციას
ისტორიიდან რომელიც მასწავლებელს წინასწარ
აქვს მოძიებული.3.ჯგუფი კი კითხვებს უსვამს მასწავლებელს ამ ამბის შესახებ შემდეგ
ავსებენ სქემას პერსონაჟის თვისებების სქემას
|
ვერბალური
წერითი
|
ჯგუფური
აკეთებენ პრეზენტაციას მათ მიერ მოცემულ იმფორმაციაზე
|
ფლიპჩარტები სქემით .
ინფორმაცია ისტორიიდან ფურცლებზე
https://en.wikipedia.org/wiki/Edward_VIII_abdication_crisis. https://www.youtube.com/watch?v=_drjwe1WSDc
|
10წთ
|
შეაგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ხერხით და გაამთლიანებენ და ავსებენ კოგნიტურ სქემას პერსონაჟების დასახასიათებლად
(იხილეთ დანართი) აკეთებენ პრეზენტაციებს
|
|
5
|
რეფლექსიის - C ფაზა
აქტივობის მიზანი:
გაკვეთილის შეჯამება
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი უბრუნდება ლექსიკური ერთეულების სქემას და მოსწავლეებს
უსვამს შეკითხვებს: what do they learn
about this king from the history?
Do they predictions were
true?
Was the story from the
history or it was only a love story?
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
კოგნიტური სქემა, შეკითხვები.
|
5წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ შეაჯამონ ტექსტის ინფორმაცია.
|
6.
|
აქტივობის მიზანი
დავალების მიცემა ,შეფასება თვითშეფასება
მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბარათებს.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
თვითშეფასების ბარათები
|
2წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ შეაფასონ გაკვეთილი და თვიანთი როლი ამ გაკვეთილზე.
|
მასწავლებელი შეფასებას აკეთებს განმავითარებელი კომენტარით. თითოეულ
მოსწავლეს აძლევს შესაბამის უკუკავშირს.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
განმავითარებელი კომენტარი
|
1წთ
|
მოსწავლეები მიიღებენ უკუკავშირს
|
|
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას არჩევითობის უფლებით.
აირჩიონ ერთი რომელიმე სამეფო ოჯახის წარმომადგენელი და მოიძიონ მასზე ინფორმაცია და წარმოადგინონ პრეზენტაცია
|
საშინაო დავალების მიცემა
|
საერთო საკლასო
|
საშინაო დავალება
|
1წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ შეასრულონ დავალება შინ
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები
შეძლებენ:
Ø ტექსტის წაკითხვას, გააზრებას, არგუმენტირებულ მსჯელობას ნაწარმოებში განვითარებულ
მოვლენებზე;
Ø ინფორმაციის დაკავშირებას ისტორიულ
ან ლიტერატურულ გამოცდილებასთან;
Ø დასკვნების გამოტანას;
Ø მოსაზრებების გამოთქმას ტექსტში განვითარებული მოვლენების შესახებ;
Ø პერსონაჟთა ქცევის მოტივის განსაზღვრას და საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირებას;
გამოყოფს ძირითად საკითხებს;
აკავშირებს კონკრეტულ
დეტალებს ძირითად ინფორმაციასთან
აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით.
Ø ამოიცნობს მთავარ
თემას/საკითხებს;
Ø ამოიცნობს ტექსტის
ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ
ინფორმაციას;
Ø ამოიცნობს მოსაზრებებს
კონკრეტულ საკითხზე;
Ø აკავშირებს ტექსტში
მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
შეფასებისა და თვითშეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1-2
დაბალი
|
3-4
საშუალოზე დაბალი
|
5-6
საშუალო
|
7-8
საშუალოზე მაღალი
|
9-10
მაღალი
|
საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლის აქტიურობა,
მოსმენის კულტურა,
ეთიკური ნორმების
დაცვა
|
პასიურია, არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, არ უსმენს მოსაუბრეს, არ იცავს ეთიკურ ნორმებს.
|
საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივაა ჩართული, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ვერ იცავს ეთიკურ ნორმებს.
|
საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივაა ჩართული, იშვიათად უსმენს მოსაუბრეს, ვერ იცავს ეთიკურ ნორმებს.
|
გაკვეთილზე უმეტესად აქტიურია, მობილიზებულია და უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს.
|
აქტიურია მთელი გაკვეთილის განმავლობაში, მობილიზებულია და უსმენს მოსაუბრეს, იცავს ეთიკურ ნორმებს.
|
წაკითხული, მოსმენილი
ინფორმაციის შეჯამების
უნარი, წყვილში
მუშაობა
|
ვერ აჯამებს წაკითხულ ინფორმაციას, წყვილში მუშაობისას პასიურია.
|
ნაწილობრივ აჯამებს წაკითხულ ინფორმაციას, არ ან ვერ თანამშრომლობს მეწყვილესთან.
|
ნაწილობრივ აჯამებს წაკითხულ ინფორმაციას, ზოგ შემთხვევაში წვლილიც შეაქვს წყვილის მუშაობაში.
|
კარგად აჯამებს წაკითხულ ინფორმაციას, შეაქვს წვლილი წყვილის მუშაობაში.
|
აჯამებს და აანალიზებს წაკითხულ ინფორმაციას, მნიშვნელოვანია მისი წვლილი წყვილის მუშაობაში
|
პრეზენტაციის შეფასება
1-2 ქულა
|
3-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
|
საკითხის წარდგენა/პრობლემის იდენტიფიცირება
|
|||||
საკითხი არაადექვატურად არის წარმოდგენილი. პრობლემა არ არის იდენტიფიცირებული.
ვერ პასუხობს დსმულ კითხვებს.
|
საკითხი ზედაპირულად არის წარმოდგენილი . პრობლემა არ არის იდენტიფიცირებულია. ჩამოყალიბებულია თეზისები
არ შეესაბამება საკითხს. ვერ პასუხობს დასმულ შეკითხვებს
|
საკითხი ნაწილობრივ არის წარმოდგენილი . ჩამოყალიბებულია
თეზისებად, თუმცა არასრულყოფილად.
პრობლემა არ არის იდენტიფიცირებულია.
პასუბს კითხვებს არადამაჯერებლად.
|
საკითხი ამომწურავად
არის წარმოდგენილი . პრობლემანაწილობრივ
არის იდენტიფიცირებული. ჩამოყალიბებულია
თეზისებად. პასუხობს კითხვებს დამაჯერებლად და უმეტესად ადექვატურად.
|
საკითხი ამომწურავად არის წარმოდგენილი . პრობლემა იდენტიფიცირებულია. ჩამოყალიბებულია
თეზისებად.
საინტერესო და ორიგინალურია. დამაჯერებლად და ადექვატურად პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
|
დანართები
|
Feature 3
|
|
Feature 2
|
|
Feature 1
|
|
The person
|
ვარაუდების ღრუბელი
თჰტცცwrite here your predictions
read
the title , look at the pictures and make predictions.
what will be the text about ?
who
will be the characters?
|
|
|
z
|
Complete the exit tickets
1. I liked in the lesson...
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
2.
I have some confused things....
____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
3.
I would like to be the next
lesson…
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
|
|
Match the
underlined words from the text to their definitions
1.Abdication
generally
2.press
permit
3.allow
stop being the queen or the king
4.mainly
newspaper and magazines
რეფლექსია:
2019 წლის 12 ივნისს
ჩავატარე ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი მე -11 კლასში, თემად ავირჩიე- ,, Famous
romance. The king and Mrs
Simpson-royal love story გაკვეთილი სამოდელოა. დამსწრე კოლეგები გაეცნენ შემდეგ სიახლეს: ინტეგრირებულ სამოდელო
გაკვეთილის გეგმას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა საგანის, კერძოდ,
ინგლისურსა და ისტორიის შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას. აღნიშნული
გაკვეთილი ხელს უწყობსცოდნის გამთლიანებას, ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეშიგა დატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი
საგნის/თემის( Famous
romance. The king and Mrs
Simpson-royal love story ) დაკავშირება მეორე სასწავლო
საგანთან/თემასთან (ისტორია
-მეოცე საუკუნის ინგლისის მეფე ედუარდ VIII
ფაქტები და მოვლენები), რაც
ხელს შეუწყობს ცოდნის
გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა
და უნარების ერთი
სფეროდან მეორეში გადატანას
– ტრანსფერი წაკითხული ტექსტის გააზრება ,ძირითადი ინფორმაციის
ამოკრება გამოთქვამენ მოსაზრებებს ტექსტში განვითარებულ მოვლენებზე. გაცნობითი
და ძიებითი კითხვის ტექნიკის გამოყენებით წაიკითხონ/მოისმინონ და გაიგონ ტექსტი
(Skimming/Scanning)ტექსტზე
დაყრდნობით შეასრულონ დავალებე
ისტორია მოიყვანენ ფაქტებს ისტორიიდან დააკავშირებენ მოცემულ
ტექსტს .გააკეთებენ
შედარებას ტექსტში მოცემულ ინფორმაციასა
და ისტორიულ ფაქტებს შორის ,გაავლებენ პარალელს და გაიაზრებენ საგანთა შორის კავშირს გამოიტანენ დასკვნას იმსჯელებენ
,გაიხსენებენ მსგავს ფაქტებს საქართველოს ისტორიიდან
გაკვეთილი დავიწყე ორგანიზაციული საკითხების მოგვარებით.მოვახდინე
კლასის მობილიზება განწყობის შექმნა
გაკვეთილისთვის. გავაცანი გაკვეთილის
თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკები. წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე სლაიდები სამეფო რომანის შესახებ და ასევე ედუარდ
VIII -ს
შესახებ თემაზე და მოსწავლეებს ვთხოვე, გამოეთქვათ
ვარაუდები ტექსტთან დაკავშირებით.
რის შესახებ შეიძლება იყოს ნაწარმოები?
დაფაზე გავაკარი
კოგნიტურ სქემა ვარაუდების ღრუბელი .მოსწავლეები
ავსებენ ვარაუდების ღრუბელს
სად მოხდება მოქმედება?
ვინ იქნებიან
მოქმედი პირები?
რა ასოციაციას იწვევს მათში ნაწარმოების სათაური?
შემდეგ დაფაზე
გავაკარი ფლიპჩარტი, რომელზეც დატანილია
უცნობი ლექსიკური ერთეულები და ვკითხე კლასს,
ამოიცნონ ეს სიტყვები კონტექსიდან გამომდინარე ,
შემდეგი
აქტივობა ტექსტის დამუშავება ჯიგსოუს
მეთოდით საკმაოდ საინტერესო და ეფექტრუი იყო ,რადგანაც მოხდა ვრცელი ტექსტის მოკლე
დროში დამუშავებას .მოსწავლეებმა წაიკითხეს თავიანთი ნაწილები ტექსტიდან ,გაიაზრეს
და წაკითხული გადასცეს მათ მეგობრებს /ჯგუფელებს .შეასრულეს კითხვის შემდგომი
დავალება სიტვების დაჯგუფება მათ მნიშვნელობებთან .
განსაკუთრებით
მინდა აღვნიშნო სემდგები აქტივობა სასწავლო გაჩერებები ,ეს მეთოდი უვითარებს
მოსწავლეებს სხვადასხვა გარემოში შეძლოს ინფორმაციის მოძიება და გადაცემა
.მოსწავლეები სამ ჯგუფად გავანაწილე სხვადასხვა გაჩერებებთან .ერთ ჯგუფს უნდა
მოეძიებინა ინტერნეტიდან მეფე ედუარდის ეპოქია ამსახველი ფაქტები იტორიიდან .მეორე
ჯგუფს წაეკითხა ტექსტი მეფის პერსონაჟის შესახებ ,ხოლო მესამე ჯგუფი გასაუბრებოდა
მასწავლებელს ამ ფაქტის შესახებ ,ამის შემდეგ გააკეთეს პრეზენტაცია მოპოვებული
ინფორმაციის შესახებ.პრეზენტაცია წარმოადგინეს სამიზნე ენაზე, ზემოთ ჩამოთვლილმა აქტივობებმა ხელი შეუწყო ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა დაუნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, ანუ „ტრანსფერს“ .
გაკვეთილის მსვლელობის ხარვეზი იყო ის, რომ გადავაცილე
დროს. საქმე ეხება აქტივობის მსვლელობას, როდესაც გაკვეთილის შესაჯამებლად გამოვიყენე გასასვლელი ბილეთები შევნისნე რომ დრო
მქონდა და ზეპირად გავაგრძელე განხილვა , თუმცა წერამ მაინც დრო მოითხოვა და
ცოტათი გვიან დავასრულეთ ეს აქტივობა თუმცა მიზანს მაინც მივაღწიე
ვფიქრობ, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებსა და ჩემს შორისკეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო. ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას .მოსწავლეებმა შეძლეს განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვა. კლასის მართვის, დისციპლინის მხრივაც პრობლემები, ფაქტობრივად, არ წარმოშობილა. მოსწავლეებიძირითადად იცავდნენ ქცევის წესებს, მათი შეხსენება არ დამჭირვებია. სასწავლო დროფუჭად არ გამოგვიყენებია, იყო საინტერესო და დინამიკური.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ორი განსხვავებული საგნის ინტეგრირება, რამაც განსაკუთრებით გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია. ინტეგრირებული გაკვეთილის იდეაშერჩეული
იყო შესასწავლი თემიდან გამომდინარე, ამით მოსწავლეებმა
დაინახეს კვეთა და მჭიდრო კავშირი ორი
განსხვავებული საგნისა. ვფიქრობ, ინტეგრირება იყო ნათელი და ლოგიკური.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ისიც, რომ განმავითრებელი კომენტარებით შევაფასე ჯგუფების მუშაობა, ხოლო განმსაზღვრელი შეფასებით კითითოეული ჯგუფის პრეზენტატორი. ეფექტურად გამოვიყენე საგაკვეთილო რესურსებიც (პროექტორი, ფორმატები,
სხვადასხვა ფერის მარკერები და მისაკრავი ლენტი), რომლებითაც გაკვეთილი არც
ზედმეტად იყო გადატვითული და არც ნაკლებობა იგრძნობოდა.
გაკვეთილის სუსტ მხარედ ვთვლი და, ვფიქრობ, მომავალში გავითვალისწინებ:
მასწავლებლის მხრიდან უფრო ეფექტური უკუკავშირი და განმავითარებელი შეფასება; დროის მენეჟმენტსაც უნდა მივაქციო მეტი ყურადღება
პასიური მოსწავლეების მეტად ჩართვა, პრეზენტაციის ხარისხის ამაღლება.
Комментариев нет:
Отправить комментарий